მილანი, ფეიენოორდი
Aa
Aa

ყველაფერი სან სიროზე გადაწყდება - მილანი ფეიენოორდთან დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში გაძლიერებული მილანი დასუსტებულ ფეიენოორდს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დამარცხდა.

ნიდერლანდურ გუნდს დასუსტებულად იმიტომ ვიხსენიებთ, რომ როსონერიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეიენოორდიდან სანტიაგო ხიმენესი წამოიყვანა, რომელიც მათი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო.

ანგარიში ძალიან სწრაფად, მე-3 წუთზე გაიხსნა. თავი ბრაზილიელმა იგორ პაიშაომ გამოიჩინა. ეს გოლი კი ერთადერთი აღმოჩნდა.

გაშვებული გოლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მილანი გააქტიურდა და არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არც მასპინძლები იდგნენ ყრუ დაცვაში და რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს. საერთო ჯამში, გულშემატკივრებმა მხიარული დაპირისპირება იხილეს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება უკვე მილანში გაიმართება. მატჩი 18 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ტრანსფერი, იახტა და უცნაური ჩვევები - საინტერესო ფაქტები ფლორენტინო პერესზე
საუკეთესო ტრანსფერი, იახტა და უცნაური ჩვევები - საინტერესო ფაქტები ფლორენტინო პერესზე