შენგელიას 14 ქულა - ვირტუს ბოლონია იტალიის თასს დაემშვიდობა
იტალიის საკალათბურთო თასის მეოთხედფინალში ვირტუს ბოლონია ოლიმპია მილანოს დაუპირისპირდა და 77:91 დამარცხდა. შემდეგ ეტაპზე სტუმართა გუნდი გავიდა
როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც პარკეტზე არასრული 27 წუთი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულას, 8 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. სამწუხაროდ, მისი კარგი თამაში შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
Milano ha più energia, serata amara per la Virtus a Torino ❌ pic.twitter.com/BKLXbcGPpO
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) February 12, 2025
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს იტალიის თასი 2023 წელს აქვს მოგებული. ვირტუს ბოლონიამ ფინალში ბრეშა დაამარცხა, შენგელია კი მატჩის MVP გახდა.
ცნობისთვის, სულ მალე შენგელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება. ჯიკიჩის შეგირდები 21 და 24 თებერვალს ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიას და სერბეთს დაუპირისპირდებიან.