ალექსანდრე თოფურია: “სეხუდოსთან ბრძოლა? მე ყველასთვის მზად ვარ“
კოლბი თიქნესის დამარცხების შემდეგ, ალექსანდრე თოფურია მედიის ყურადღების ცენტრშია. დღეს, ქართველი მებრძოლი არიელ ჰელვანის პოდკასტში იყო მიწვეული, სადაც მას ჰენრი სეხუდოზე ჰკითხეს.
კითხვა ასეთი იყო: „ხარ თუ არა მზად ჰენრი სეხუდოს და მსგავსი დონის მეტოქეებთან საბრძოლველად?“
ალექსანდრეს პასუხი: „მე აბსოლუტურად ყველასთვის მზად ვარ! თუ მე მეკითხებით, დიახ ეს ასეა. ყველა მაღალი დონის მებრძოლთან საჩხუბრად ვარ მზად. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ, რა მინდა აქ?“
შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდოს ალექსანდრე თოფურიას UFC-ში სადებიუტო ბრძოლა არ მოეწონა.
ასევე შეგახსენებთ, ალექსანდრემ კოლბი თიქნესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე.