3 სამიზნე არჩეულია - ბარსელონას სატრანსფერო გეგმები
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის ბარსელონა მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ხელმძღვანელობა მაინც თვლის, რომ გუნდს გაძლიერება სჭირს.
ესპანური Sport-ის ინფორმაციით, ბლაუგრანამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შეტევის გაძლიერებისთვის 3 კანდიდატი შეარჩია.
საუბარი ალექსანდერ ისაკზე, ლუის დიასზე და ბენჯამინ სესკოზეა. პირველი ორი კი დეკუსთვის უფრო პრიორიტეტია.
ისაკის ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან თუ წყაროს დავუჯერებთ, ბარსელონამ შვედის თაობაზე კაჭკაჭებს უკვე მიმართა და მათ საკუთარი ფეხბურთელი 100 მილიონ ევროდ შეაფასეს. ბარსას კი ფინანსური პრობლემები ისევ აქვს.
ლუის დიასის სიტუაცია შედარებით მარტივია. კოლუმბიელ შემტევს ლივერპულთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება და ბარსელონაში გადასვლის წინააღმდეგ არ არის. მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 85 მილიონი ევროა. რა თქმა უნდა, ეს კატალონიელებისთვის ბევრია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კონტრაქტის ამოწურვის ვადებს, შესაძლოა ტრანსფერი ნაკლებ თანხად გაიჩარხოს.
ბოლო ვარიანტი ლაიპციგის თავდამსხმელია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში, თუ ისაკის და დიასის ტრანსფერი არ შედგება.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბარსელონა აქტიურად ცდილობდა მარკუს რაშფორდის გადაბირებას, თუმცა ინგლისელმა შემტევმა გეზი ასტონ ვილასკენ აიღო.