ერთმორწმუნე დაუნდობელი მენტალიტეტი, რომელიც უიმედობამ შეცვალა
4 თვეზე ნაკლები ხნის წინ, პეპ გუარდიოლას ჰკითხეს, რას აფასებს ყველაზე მეტად მანჩესტერ სიტის ფეხბურთელებში. იმ პერიოდში, სიტის ყველა ტურნირზე ერთად პირველი 12 მატჩიდან 9 ჰქონდა მოგებული და წაგების გრაფაში ნული ეწერა. სიტუაცია ისე აღიქმებოდა, რომ ქალაქელებს ზედიზედ მე-5 პრემიერ ლიგის მოგება შეეძლოთ.
აღნიშნულ კითხვაზე გუარდიოლას პასუხის ნახვა ახლა კიდევ უფრო რთული მოსასმენია, როდესაც ეტიჰადზე მადრიდის რეალთან დამარცხდა..
პეპის პასუხი ასეთი იყო: „ჩემს ფეხბურთელებს წარმოუდგენელი მენტალიტეტი აქვთ. მათი უმეტესობა საოცრად ძლიერი და კონკურენტუნარიანია. არის მოდუნების ტენდენცია და მე ყოველთვის მაქვს ამაზე საზრუნავი. ისინი გუნდისთვის ბოლომდე იხარჯებიან.“
რამდენად გულწრფელი იყო გუარდიოლა ამის თქმის დროს? თუ ეს მართლაც გულწრფელად თქვა ძალიან შეცდა. ახლა სიტის ფეხბურთელებს მხოლოდ გონებრივ სისუსტეს თუ დააბრალებს ადამიანი..
ერთ დროს, იურგენ კლოპმა ლივერპულს „მენტალიტეტის მონსტრები“ უწოდა, მაგრამ არც ეს იყო ბოლომდე სიმართლე, რადგან გერმანელი სპეციალისტის მოღვაწეობის პერიოდში, პრემიერ ლიგას ძირითადად პეპ გუარდიოლა იგებდა. სიტუაცია ახლა საკმაოდ მძიმეა..
მიმდინარე სეზონში, ქალაქელებმა 5 ისეთი მატჩი წააგეს, რომლებსაც იგებდნენ. იცით რამდენი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა წინა 4 სეზონში ერთად? 5. წარმოიდგინეთ რასთან გვაქვს საქმე. მანჩესტერულმა გრანდმა წინა 4 სეზონში ერთად მხოლოდ 5 ისეთი მატჩი წააგო, რომელსაც თავიდან იგებდა. წელს კი უკვე 5 ასეთი თამაში დაგროვდა..
მანჩსტერ სიტი მანჩესტერ იუნაიტედს 88-ე წუთამდე უგებდა და შემდეგ წააგო. პარი სენ ჟერმენს 2:0-ს უგებდა და წააგო. მსგავსი რამ დაფიქსირდა სპორტინგის და ბრაიტონის წინააღმდეგ..
ასევე სიტიმ ბრენტფორდთან დაკარგა ქულები. ამ მატჩს ქალაქელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ 82-ე და 92-ე წუთებზე გოლები გაუშვეს და თამაში 2:2 დასრულდა..
სიტის კოლაფსის ტენდენცია განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე იყო თვალსაჩინო. 9 მატჩიდან 5-ში 8 გოლი ბოლო 16 წუთში გაუშვეს. მაგალითად ფეიენოორდთან თამაში. მანჩესტერი 3:0-ს იგებდა, მაგრამ 74-დან 89-ე წუთამდე 3 გოლი მიიღეს. ეს სრული კატასტროფა იყო..
სიტიმ ჩემპიონთა ლიგის ფაზა გაჭირვებით დაძლია და პლეი-ინში დაუძინებელ მტერს, მადრიდის რეალს გადაეყარა, რომელამც გასულ წელს მეოთხედფინალიდან გამოაგდო..
მატჩის წინ, გულშემატკივრებმა ვინისიუს ჟუნიორს როდრის ბანერით დასცინეს. ამით ბრაზილიელი უფრო მოტივირებული გახდა და მთელი მონდომებით ითამაშა. სიტის ქომაგებს ალბათ გულზე მოეშვათ, როდესაც ის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და საჯარიმოში წაქცევის გამო პენალტი არ დაინიშნა. მათ ალბათ მაშინაც გაიხარეს, როდესაც ვინის დარტყმული მანუელ აკანჯის მოხვდა და ბურთი კუთხურზე გადავიდა. ისინი მაშინაც გახარებულები იყვნენ, როცა პირველი ტაიმის მიწურულს კილიან მბაპემ გოლის გატანის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. იმ დროს, როდესაც ერლინგ ჰოლანდმა პენალტი გაიტანა, ალბათ სტადიონზე შეკრებილი საზოგადოება ფიქრობდა, რომ ესპანეთში გამარჯვებულის სტატუსით წავიდოდნენ..
მაგრამ იგივე ტენდენციები, რომლებიც მათ ლიგის ფაზის დროს აჩვენეს, მოულოდნელად ისევ დაბრუნდა.. ედერსონი, რომელიც აშკარად დამნაშავე იყო პსჟ-სთან და იუვენტუსთან მატჩის დროს, გუშინ რეალის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო იქამდე, სანამ რუბენ დიაშს ცუდი პასი არ მისცა და შემდეგ ვინისიუსის დარტყმული ცუდად მოიგერია, რის შემდეგაც ბრაჰიმ დიასმა ანგარიში გაათანაბრა..
ამასობაში, რიკო ლუისმა კონცენტრაციის ნაკლებობა გამოავლინა, ბურთი დაკარგა და ვინისიუსმა ედერსონს ბურთი თავზე გადაუგო. დარტყმა სახარბიელო ნამდვილად არ იყო და გოლის გასატანად განმეორებითი დარტყმა ჯუდ ბელინგემს დასჭირდა. ეს გარკვეულ დეჟავიუს ჰგავდა.. გუარდიოლა ცდილობდა აეხსნა რა დაემართა მის გუნდს, უფრო სწორად, რა ხდება..
პეპი: „ჩვენ ვერ მოვახერხეთ სიტუაციის მართვა. 2:1-ის შემდეგ მოხდა ის, რაც ბევრჯერ მოხდა ამ სეზონში - ფეიენოორდთან, სპორტინგთან, ბრენტფორდთან და იუნაიტედთან. ამ დონეზე ასეთი შეცდომები დამღუპველია. არ ვიცი რა ვთქვა.. ამ ყველაფრის შეფასება რთულია.“
გუარდიოლა ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული ინდივიდების ბრალი არ არის. ედერსონი, რა თქმა უნდა, სიტის ბევრი საშინელი შედეგის მიზეზი გახდა, მაგრამ პეპმა აღიარა, რომ მის გუნდს კოლექტიური სისუსტე აწუხებს, მათ შორის თავადაც..
პეპი: „კრიტიკა ყველას გვეკუთვნის და არა ცალკეულ მოთამაშეებს. მე არ მაქვს პრობლემა აღიარებაზე. სისტემა არ მუშაობს ისე, როგორც ადრე, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული ადამიანის ბრალი არ არის. ყველა ჩვენგანს ეხება!! ჩემთვის ადვილი იქნებოდა ვინმეს დადანაშაულება, მაგრამ ასე არ შეიძლება. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ საკმარისად სტაბილურები არ ვართ.“
ვერც ჯონ სტოუნსმა შეძლო ასეთი წაგების ახსნა: „მე არ ვიცი როგორ გადმოვცე სიტყვებით ეს ყველაფერი. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ვიგებდით და უცებ წავაგეთ. ეს აუხსნელია. როგორც მცველი, ამ შედეგით გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ.“
ამ ყველაფრიდან გამომდინარე სიტისთვის ძნელია მენტალიტეტის შენარჩუნება, როცა მათი მენტალიტეტი გუნდის ყველაზე დიდ პრობლემად იქცა. როგორც ჩანს, სიტის თვითკმაყოფილება აწუხებს. ისინი ფიქრობენ, რომ ისეთივე ძლიერები არიან, როგორც ადრე..
უეინ რუნიმ მატჩი ასე შეაფასა: „ვფიქრობ, რომ მანჩესტერ სიტიმ დიდი გულუბრყვილობა გამოიჩინა თამაშის ბოლოს, მაგრამ დასაწყისშივე შეგეძლოთ დანახვა, რომ რეალი უამრავ შანსს იღებდა. ბოლო წლებში სიტის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი რწმენა და თავდაჯერებულობა იყო. დღეს კი ფეხბურთელები ერთმანეთს რწმენის ნაკლებობით უყურებდნენ. ვფიქრობ, რომ ეს გუარდიოლას ძალიან აწუხებს.“
ესპანელი მწვრთნელის კიდევ ერთი შეშფოთება არის იმის გაცნობიერება, რომ მანჩესტერ სიტისთვის სეზონი თითქმის დასრულდა. თუ ქალაქელები ბერნაბეუზე ვერ გაიმარჯვებენ ყველაფერი მთავრდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიტიმ რეალის სტადიონზე ბოლო 3 მატჩი ვერ მოიგო, ხოლო ბოლო 6-იდან მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერ გასვლის შემთხვევაში, სიტის მხოლოდ ინგლისის თასის მოგების შანსი ექნება. პრემიერ ლიგის ჩემპიონობა თითქმის გამორიცხულია..
ქალაქელების მდგომარეობა სასწავლო წლის დასასრულის პერიოდს ჰგავს. ერთმორწმუნე დაუნდობელი მენტალიტეტი, რომელიც გუარდიოლას ახარებდა უიმედობამ შეცვალა. იცით ყველაზე ცუდი რა არის? პეპ გუარდიოლა ცნობილია სრულყოფილების დაუოკებელი ძიებით და ასეთი ადამიანიც კი ვერ ახერხებს სიტუაციიდან გამოსავლის ძებნას..