პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, კარლო ანჩელოტი, უეინ რუნი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“უოკერის საჭიროება გამოჩნდა“ - რუნიმ გუარდიოლა გააკრიტიკა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში მადირიდს რეალი მანჩესტერ სიტის ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პეპ გუარდიოლამ გუნდიადნ კაილ უოკერი გაუშვა. ამასთან დაკავშირებით, მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა რუნიმ?

„ვფიქრობ, ყველა ხედავდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა უოკერს მანჩესტერ სიტისთვის. ძალიან უცნაურია მისი მილანში იჯარის წესით წასვლა. ნახეთ რა მოხდა რეალთან? აკანჯი მარჯვენა მცველი არ არის, რიკო ლუისი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. სეზონის ამ ეტაპზე, რომელშიც ახლა სიტი იმყოფება, გუნდის კაპიტნის გაშვება წარმოუდგენელია.

რაც შეეხება ანჩლოტის, ის მთელი მანჩესტერში დაცვის გარეშე ჩავიდა, მაგრამ არ უწუწუნია. კარლო მთელი სეზონია ტრავმებს უმკლავდება, მაგრამ ამას ხაზს არასდროს უსვამს. ის არასდროს წუწუნებს და სწორედ ეს გამოარჩევს სხვებისგან. აქამდე სხვა მწვრთნელი არ გაჩუმდებოდა.“

შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბი მანჩესტერ სიტისთან სათამაშოდ დანი კარვახალის, დავიდ ალაბას, ედერ მილიტაოს და ანტონიო რუდიგერის გარეშე ჩავიდა. იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში არც ლუკას ვასკესი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიტი მაინც დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა და ლევანდოვსკი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
ბარსელონა და ლევანდოვსკი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ