გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მშობლებმა ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვსაუბრობთ“ - მიქაუტაძე

„ლიონის“ ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ Kampo-სთან ინტერვიუში ოჯახზე, პატრიოტიზმსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

გიორგი მიქაუტაძე:

„როდესაც ჩემი მშობლები საფრანგეთში ჩამოვიდნენ, მათ ფრანგული საერთოდ არ იცოდნენ. დედაჩემი ინგლისურად საუბრობდა, მამაჩემმა კი მხოლოდ ქართული იცოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა, მათ ფრანგული იციან და თავისუფლად საუბრობენ, თუმცა სახლში მაინც ქართულად ვლაპარაკობთ. ვცდილობთ, საკუთარი წარმომავლობა არ დავივიწყოთ. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემმა მშობლებმა საქართველო რუსეთთან ომის გამო დატოვეს, იქ ცხოვრება რთული იყო, ამიტომ ისინი დაუგეგმავად საფრანგეთში ჩამოვიდნენ. პატრიოტიზმი, რომელიც საქართველოს ნაკრებში სუფევს, ჩვენმა მშობლებმა ჩაგვინერგეს. ჩვენთვის დიდი პატივია, ქვეყანა რაც შეიძლება მეტად ვასახელოთ“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ გასული წლის ზაფხულში „მეციდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით გამართულ 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „ლიონი“ 18 თებერვალს, გასვლაზე, „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარკოლა, კვარა და დუე შესანიშნავ პასებს მიკეთებენ“ | დემბელეს კომენტარი
„ბარკოლა, კვარა და დუე შესანიშნავ პასებს მიკეთებენ“ | დემბელეს კომენტარი