ტრავმის გამო, ჰავერცი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს - the athletic
კაი ჰავერცი ამ სეზონზე ვეღარ ითამაშებს. ინფორმაციას the athletic-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „არსენალის“ თავდამსხმელმა დუბაიში ვარჯიშის დროს, უკანა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც, მისთვის სეზონი დასრულებულია.
ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა გერმანელ ფეხბურთელს ოპერაცია - ის კონცენტრირებულია იმაზე, რომ 2025/26 წლების სეზონისთვის ფორმაში ჩადგეს.
მიმდინარე სეზონში კაიმ ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანდა და 5 ასისტი მიითვალა.