რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ბარსელონა და ლევანდოვსკი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

„ბარსელონა“ რობერტ ლევანდოვსკისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მიმდინარე კონტრაქტი პოლონელ თავდამსხმელთან 2026 წლის ივნისამდეა გათვლილი. როგორც რომანო იუწყება, მხარეები ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ლევანდოვსკი „ბარსაში“ 2022 წელს „ბაიერნიდან“, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში 36 წლის ფეხბურთელმა 33 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: ნერეში კვარას დონის არ არის, მხოლოდ 3 წუთით ანათებს
ფედელე: ნერეში კვარას დონის არ არის, მხოლოდ 3 წუთით ანათებს