ჯეიმი კარაგერი
Aa
Aa

კარაგერი: მანჩესტერ სიტის ახალი მეკარე სჭირდება

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, რომელიც საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ახალი მეკარე უნდა იყიდოს.

„ქალაქელებმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელ პირველ მატჩში, მადრიდის „რეალთან“ 2:3 დამარცხდნენ.

„ჩვენ განვაგრძობთ ლაპარაკს „მანჩესტერ სიტისა“ და როდრიზე, აგრეთვე იმაზე, რომ „სიტის“ სჭირდება ფეხბურთელი ნახევარდაცვაში, რადგან იქ მათ ასაკიანი მოთამაშეები ჰყავთ. მე ასევე ვფიქრობ, რომ ისინი ისეთ სტადიაში არიან, რომ გუნდს ახალი მეკარე სჭირდება. ედერსონი არაჩვეულებრივად მოქმედებს ბურთთან თამაშისას, მაგრამ მისი, როგორც მეკარის თამაში, გუნდს ძვირად დაუჯდა“, - თქვა კარაგერმა.

შეგახსენებთ, რომ ამ „მანჩესტერ სიტისა“ და რეალის“ მომდევნო დაპირისპირება 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: რეალს ეტიჰედზე ამდენად ბევრი შანსი არასდროს ჰქონია
გუარდიოლა: რეალს ეტიჰედზე ამდენად ბევრი შანსი არასდროს ჰქონია