გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

კომოს სკაუტები უოტფორდის მატჩს დაესწრნენ | რას წერენ ჩაკვეზე

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის 32-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ კედლებში სატურნირო ცხრილის ლიდერს, „ლიდსს“ დაუპირისპირდა. „კრაზანები“ უშანსოდ დამარცხდნენ და 0:4 წააგეს.

„უოტფორდის“ მედია ასისტენტის, ჰენრი ბენეტის ინფორმაციით, „ლიდსთან“ გამართულ შეხვედრას „კომოს“ სკაუტები დაესწრნენ. როგორც ირკვევა, იტალიური კლუბის წარმომადგენლები ინგლისში „ჩაკვეს“ თამაშზე დასაკვირვებლად იყვნენ ჩასული.

„კომო“ სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 24 ტურის შემდეგ, 22 ქულა აქვს. მისი მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასია და „ლარიანი“ იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კლუბად ითვლება. „უოტფორდს“ ჩაკვეტაძის გაყიდვის სურვილი არ აქვს და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, გოლების რაოდენობის მხრივ შთამბეჭდავი სტატისტიკა არ აქვს, თუმცა თამაშზე დიდ გავლენას ახდენს და მის აქტივში 5 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლის გატანასთან ახლოს იყო | ჩაკვეტაძის უოტფორდის მძიმე მარცხი
გოლის გატანასთან ახლოს იყო | ჩაკვეტაძის უოტფორდის მძიმე მარცხი