ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

ვის შეუძლია თოფურიას დამარცხება | რას ამბობს ხორხე მასვიდალი

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „გეიმბრედმა“ დაასახელა მებრძოლი, რომელსაც „ელ მატადორის“ დამარცხება შეუძლია და მოვსარ ევლოევი გამოარჩია.

„American Top Team-ში კიდევ ერთი მკვლელი გვყავს. ჩემთვის ამაზე ლაპარაკი რთულია, რადგან ორივე ბიჭი ძალიან მიყვარს. ილიაც მიყვარს და მოვსარიც... მაგრამ ევლოევი, ძალიან ბევრ რამეში, თოფურიასგან რადიკალურად განსხვავებულია და ჭიდაობა შესანიშნავად გამოსდის.

ევლოევი UFC-ში დაუმარცხებელია და ბრწყინვალე გამარჯვებები აქვს. მოვსარი ზუსტად ისეთი მებრძოლია, როგორიც ილიას დასამარცხებლად გჭირდება. ის თოფურიასთან დგომში არ დარჩება, პარტერში გადაიყვანს და გააკონტროლებს. ალბათ, მოვსარი არის მებრძოლი, რომელსაც თოფურიასთან გამარჯვება შეუძლია“.

ცნობისთვის, ევლოევს კარიერაში 19 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე ყველა გამარჯვებაა. მოვსარს UFC-ში 9-ჯერ უჩხუბია და ყველა ჯერზე საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა. თოფურია მასთან დაპირისპირებაზე უარს სწორედ ამის გამო ამბობს და აცხადებს, რომ საჩემპიონო ჩხუბის მიღებამდე, ევლოევმა ვინმე უნდა დააფინიშოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამიტომაც არის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი“ - რას ამბობს პორიე მახაჩევზე
„ამიტომაც არის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი“ - რას ამბობს პორიე მახაჩევზე