ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„მსურველებმა პერესს უნდა მიმართონ“ - ვინისიუსი საუდის არაბეთის კლუბებზე

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა „მანჩესტერ სიტისთან“ მოგებული მატჩი შეაფასა და „სამეფო კლუბში“ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

ვინისიუს ჟუნიორი:

„შესანიშნავი მატჩი მქონდა, კმაყოფილი ვარ. თავს კარგად ვიცავდით - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანს ან ვინ გახდება MVP, გუნდში იმისთვის ვართ, რომ „რეალს“ წარმატება მოვუტანოთ. ყველამ იცის „რეალის“ ისტორია, როგორ ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგაზე. აქ უკვე მეხუთედ ჩამოვედით და ყოველ ჯერზე ძალიან ცივა.

ვნახე „სიტის“ გულშემატკივრების ბანერი, მაგრამ ყველაფერი რასაც მეტოქე გუნდის ფანები აკეთებენ, უფრო მეტ ენერგიას მაძლევს და კარგი მატჩის ჩატარებაში მეხმარება. ასე მოხდა ამჯერადაც.

შეთავაზებები საუდის არაბეთიდან? ამის შესახებ არაფერი ვიცი. ჩემთან არავის უსაუბრია. მსურველებმა ფლორენტინო პერესს უნდა მიმართონ. იმედია, „რეალში“ კიდევ დიდ ხანს დავრჩები. აქ ჩემი სახლია და ისტორიაში შესვლა მსურს“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში „რეალმა“ სტუმრად „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა (3:2). საპასუხო შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 19 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: რეალს ეტიჰედზე ამდენად ბევრი შანსი არასდროს ჰქონია
გუარდიოლა: რეალს ეტიჰედზე ამდენად ბევრი შანსი არასდროს ჰქონია