„უცნაური განცდა იყო...“ - ილია თოფურია ალექსანდრეს დებიუტზე
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ UFC-ში თავისი ძმის, ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე ისაუბრა. „ელ მატადორის“ თქმით, სეკუნდანტის როლში ყოფნა ძალიან უცნაური იყო.
ილია თოფურია:
„მისი დებიუტის ხილვა ძალიან ემოციური იყო. ალექსანდრეთი ძალიან ვამაყობ, მან შესანიშნავი სამუშაო გასწია...მწვრთნელობამ უცნაური განცდა დამიტოვა.
როდესაც ჩხუბობ, აკონტროლებ ყველაფერს, რაც ოქტაგონზე ხდება, ხოლო როდესაც მწვრთნელი ხარ, კუთხიდან ვერაფერს აკეთებ. მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი ვინერვიულე... ალექსანდრე ამ წონის დომინანტი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიამ UFC 312-ზე ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში სადებიუტო ბრძოლაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრე თოფურია სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში იბრძვის, რომლის ჩემპიონიც მერაბ დვალიშვილია.