გუარდიოლა: რეალს ეტიჰედზე ამდენად ბევრი შანსი არასდროს ჰქონია
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტი’’ „ეტიჰედზე’’ „რეალს’’ 86-ე წუთამდე 2:1-ს ამარცხებდა, თუმცა მატჩის მიწურულს ბრაჰიმ დიასმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე დამატებულ წუთზე ბელინგემმა გამარჯვების გოლი შეაგდო.
მატჩის შემდეგ პეპ გუარდიოლა Movistar-ს ესაუბრა: „ამ სეზონში მადრიდის „რეალი’’ უკეთესი გუნდია. ჩვენ კარგი შედეგი გვქონდა, მაგრამ ბოლო წუთებში ხელიდან გავუშვით.
პენალტი მოვიპოვეთ, მაგრამ თამაში სამართლიანი იყო, მეტოქეს გოლის გატანის უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ამდენად ბევრი შანსი „ეტიჰედზე’’ „რეალს’’ არასდროს ჰქონია.
„რეალმა’’ ბურთით უკეთ ითამაშა, ჩვენ ცოტას ვნერვიულობდით. ამ სეზონში ასე გვემართება, ეს ხშირი შემთხვევაა.
ვეცდებით, მაგრამ ეს ემოციურად რთული იქნება, წინ რთული მატჩები გვაქვს. ვეცდებით სტუმრად უფრო მეტად კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ’’.
საპასუხო მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე'' 20 თებერვალს გაიმართება.