მანჩესტერ სიტი, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ჯერ არაფერი გადაწყვეტილა“

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს. მანჩესტერ სიტიმ მადრიდის რეალს უმასპინძლა. ბლანკოსმა უმძიმეს ბრძოლაში 3:2 მოიგო და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„თამაში განსხვავებული იყო, რადგან აქ არაფერი წყდებოდა. დაცვაზე არცერთი გუნდი არ ფიქრობდა ბევრს და მეტწილად დროს შეტევაში ვატარებდით. როდრის ბანერი? ვინისიუსისთვის ეს დიდი მოტივაცია იყო. აქ არაფერი გადაწყვეტილა. ეს არის წინსვლის გზა. შედეგი ძალიან კარგია. ჩუამენი, რომელმაც ძალიან აკრიტიკებენ, მშვენივრად ითამაშა. ასენსიომ თავისი სიმწიფით გაგვაოცა.

ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო ამ სეზონში. შეტევაში დიდებულად ვითამაშეთ. შემდეგ ეტაპზე გასვლა? ვიმეორებ წინ განმეორებითი თამაშია. ამ შედეგით კი ბედნიერები ვართ. უამრავი შანსი გვქონდა და სიტიმაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მეორე მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და თავდაჯერებულები ვიყოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები