ლუის ენრიკე: ჩვენი მიზანი მერვედფინალში გასვლაა
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბრესტი“ გაანადგურა. თამაში 0:3 დასრულდა.
ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყო, თამაშში კი 67-ე წუთზე ჩართო, როცა ანგარიში 0:3 იყო.
შეხვედრის შემდეგ პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, პსჟ-ს მიზანი მერვედფინალში გასვლაა.
„თამაშის შედეგი მომეწონა. „ბრესტი“ არის გუნდი, რომელმაც ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი გაგვიტანა. მე მომეწონა ჩვენი გუნდის ერთიანობა. მათ შეეძლოთ გოლის გატანა, განსაკუთრებით კუთხურებიდან, მაგრამ გამიმართლა. შედეგი გადაჭარბებულია იმასთან შედარებით, რა თამაშიც „ბრესტმა“ აჩვენა. არსებობს კანონზომიერება, რაც გუნდს უკეთესს ხდის. „ბრესტმა“ გვაიძულა გვენერვიულა. ჩვენ თავს ვიცავდით, როცა გუნდი თავდასხმისთვისაა შექმნილი. ძალიან კარგი სერია გვაქვს. „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშმა ყველას ტვირთი მოხსნა და თავდაჯერებულობის დონე ყველაზე მაღალია. ჩვენი მიზანი მერვედფინალში გასვლაა - აი ეს არის ის, რისი მიღწევაც გვინდა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 20 თებერვალს გაიმართება.
რაც შეეხება კვარას, ლიგა 1-სა და საფრანგეთის თასზე, ქართველმა ფეხბურთელმა საერთო ჯამში 4 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში გოლი და საგოლე პასია.