გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

გოლის გატანასთან ახლოს იყო | ჩაკვეტაძის უოტფორდის მძიმე მარცხი

ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში „უოტფორდი’’ შინ პირველადგილოსან „ლიდს იუნაიტედთან’’ 0:4 დამარცხდა. ბოლო 5 მატჩიდან ტომ ქლევერლის გუნდმა 4 დათმო და ერთი ფრედ ითამაშა.

დანიელ ფარკეს ფეხბურთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმის 15-წუთიან მონაკვეთში სამი გოლი შეაგდეს, მათი უპირატესობა შთამბეჭდავი იყო.

ტომ ქლევერლიმ ჩაკვეტაძე 90 წუთი ათამაშა. როგორც ქართველს, ასევე მის თანაგუნდელებს, შეტევაში თამაში ძალიან უჭირდათ. 85-ე წუთზე „ჩაკვეს'' გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი ძელს გაარტყა. სიახლე არაა ის ფაქტი, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო მეტი სიზუსტე მართებს, ამ მხრივ სამუშაო აქვს.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონშიფში ჩაკვეტაძემ 31 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა.

ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში „უოტფორდი’’ „მიდლსბროს’’ ესტუმრება (15 თებერვალი, 19:00).

გასულ კვირაში საფეხბურთო ანალიტიკოსმა და სკაუტმა ბენ მატისონმა X-ში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ დაწერა: „ბურთის წამღები ფეხბურთელები, როგორიც ჩაკვეტაძეა, ფასდაუდებელნი არიან. მათ გუნდი პირველი ორი ფაზიდან პირდაპირ მესამეში გადაჰყავთ’’.

„ევერტონი და ვულვზი უკვე დაინტერესდნენ მისი შეძენით. 25 წლის ფეხბურთელს ზაფხულში მსურველები აუცილებლად ეყოლება“ - წერს ბრიტანული TEAMtalk-ი.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ჩაკვეტაძის სატრანსფერო თანხა 4 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მას შეუძლია მამარდას კონკურენცია მოუგოს | ესპანელი მწვრთნელი გუგეშაშვილზე
მას შეუძლია მამარდას კონკურენცია მოუგოს | ესპანელი მწვრთნელი გუგეშაშვილზე