გუარდიოლას სურვილია, ფლორიან ვირცმა სიტიში ითამაშოს
„მანჩესტერ სიტი“ ფლორიან ვირცის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
როგორც Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იუწყება, პეპ გუარდიოლა 21 წლის გერმანელს კვლავინდებურად თავის გუნდში ხედავს.
„ქალაქელები“ „ლევერკუზენის“ ნახევარმცველის ყიდვას ზამთარში უკვე შეეცადნენ.
აღსანიშნავია, რომ ვირცი „ლევერკუზენთან“ კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებასთან ახლოსაა, თუმცა კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი გამოსასყიდის შესახებ.
მიმდინარე სეზონში ვირცმა ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.