პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ბრესტი
Aa
Aa

Sofascore: ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში პარი სენ ჟერმენი ბრესტს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე მოგევლინა და მატჩში მხოლოდ 65-ე წუთზე ჩაერთო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.

Sofascore:

დონარუმა(7.2), ჰაკიმი(7.8), მარკინიოსი(8.3), პაჩო(7.4), მენდეში(7.3), ვიტინია(8.4), ნევეში(8.2), რუისი(6.9), ბარკოლა(6.2), დემბელე(7.5), დუე(7.0), კვარაცხელია(6.6), ლი(6.8), რამუში(6.7).

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგას 336-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

რაც შეეხება პსჟ-ს, ლუის ენრიკეს გუნდმა 1/8-ფინალის საგზური ფაქტობრივად მოიპოვა. ბრესტისა და პარი სენ ჟერმენის მომავალი დაპირისპირება 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში? - მოლაპარაკება დაწყებულია
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში? - მოლაპარაკება დაწყებულია