ბასილაშვილის შემდეგ - მანამას ჩელენჯერს ბაკშიც დაემშვიდობა
მანამას ჩელენჯერის პირველ წრეში ალექსანდრე ბაკში ATP რეიტინგის 167-ე ნომერს ჩაკ ლამ ვონგს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში 5:7 5:7 დამარცხდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი იდეალურად დაიწყო. თავისი ჩაწოდება მოიგო და შემდეგ, ბრეიკი შეასრულა, თუმცა უმალ უკუბრეიკი მიიღო და წონასწორობა აღდგა.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტაი-ბრეიკი უნდა დანიშნულიყო, თუმცა ჩინელმა ჩოგბურთელმა მე-11 გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტზე ზუსტად ჩააწოდა.
მეორე სეტი ვონგმა ბრეიკით დაიწყო, თუმცა მეექვსე გეიმში ალექსანდრემ წონასწორობა აღადგინა. კვლავ ტაი-ბრეიკის მოლოდინი გაჩნდა, თუმცა ისევ მე-11 გეიმში ვონგმა ბრეიკი შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და შეხვედრა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ მანამას ჩელენჯერზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც ასევე პირველ წრეში დურაშოვიჩთან 3:6 6:3 6:7 დამარცხდა.