კოლინას იდეა - გააუქმეთ დამატება პენალტის დარტყმის დროს
ლეგენდარული მსაჯი პიერლუიჯი კოლინა პენალტის წესების შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
კოლინა თვლის, რომ ფეხბურთელები გაცილებით დიდ უპირატესობაში არიან, ვიდრე მეკარეები.
ამის გამო, პიერლუიჯის სურს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი თამაშის დროს თერთმეტმეტრიანს ვერ გაიტანს(იგულისხმება მეკარის მოგერიება ან ძელი) მას დამატების უფლება აღარ უნდა ჰქონდეს და მეკარემ თამაში კარიდან განაახლოს.
ამის შესახებ, კოლინამ ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოშიც იმსჯელა და მისი იდეა მოეწონათ.
ახლა ჯერი უეფა-ზე და ფიფა-ზეა. თუ ფეხბურთის მმართველი ორგანოები კოლინას იდეას დაამტკიცებენ, ფეხბურთში ახალი წესი ამოქმედდება.