„პატარა რასისტი კლოუნია“ - ბელალ მუჰამედმა სტრიკლენდი გააკრიტიკა
UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა შონ სტრიკლენდის ბრძოლის სტილი გააკრიტიკა.
ამერიკელი მებრძოლის თქმით, შონი შეშინებული ბავშვივით ჩხუბობს, რომელსაც გამბედაობა აკლია.
„ყოველთვის ვამბობდი: სტრიკლენი როგორც მებრძოლი ნაგავია. შონი ბევრს ლაპარაკობს საკუთარ თავზე, მაგრამ ამ სიტყვებს საქმით არ ამყარებს. ფანები მას საუკეთესო მოკრივედ მოიხსენიებენ, მაგრამ როდესაც ჩხუბი იწყება, ის უბრალოდ უკან ბრუნდება და არ უნდა, რომ გარისკოს. სინამდვილეში შონი პატარა რასისტი კლოუნია, რომელიც მებრძოლის როლს არის ამოფარებული. პატარა შეშინებული ბიჭია, რომელსაც არ ყოფნის გამბედაობა, ადგეს და იჩხუბოს. მას საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს“, - თქვა მუჰამედმა.
შეგახსენებთ, რომ შონ სტრიკლენდმა ბოლო ჩხუბი ავსტრალიაში, UFC 312-ზე, დრიკუს დუ პლესისთან გამართა და დამარცხდა.
მათი პირველი ჩხუბი გასული წლის იანვრის ბოლოს, UFC 297-ზე შედგა და დუ პლესმა სტრიკლენდი 5 რაუნდის შემდეგ, არბიტრების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.