ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში? - მოლაპარაკება დაწყებულია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში? - მოლაპარაკება დაწყებულია

შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალი მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას independent ავრცელებს.

რა გახდა ამის მიზეზი? უეფა და ევროპული კლუბების ასოციაცია Relevent Sports-თან ექსკლუზიურ მოლაპარაკებაში შევიდნენ, რომელიც მამაკაცთა საკლუბო შეჯიბრებებზე გლობალურ კომერციულ უფლებებს მოიცავს.

ამერიკული სააგენტოს პრიორიტეტული მოთხოვნა, შეერთებულ შტატებში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალის ჩატარებაა. თუ ეს შეთანხმება საბოლოოდ შედგება, რამდენიმე წლის შემდეგ, ჩ.ლიგის ფინალი შტატებში გაიმართება.

წყაროს ცნობით, 2027-2033 წლებში ამერიკაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა, შესაძლოა ევროპის ლიგის და კონფერენს ლიგის ფინალებიც ჩატარდეს, თანაც არაერთხელ. კონტრაქტი 6-წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.

კომპანია Relevent-ს მილიარდერი სტივენ როსი აკონტროლებს, რომელიც შტატებში მნიშვნელოვანი ევროპული საკლუბო თამაშების გადმოტანას დიდი ხანია გეგმავს.

როგორც მოგეხსენებათ, წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე, საერთაშორისო თასი ჩამოყალიბდა და ამის მიზეზი სტივენ როსის აკვიატებაა. ბიზნესმენი უამრავ ფულს ხარჯავს, რომ ტოპ კლუბები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიყვანოს.

რამდენიმე წლის წინ, FIFA-მ Relevent-თან შეთანხმება პრომოუტერების სარჩელის გამო გააუქმა. ასევე, ფეხბურთის მმართველი ორგანოს წესები ჩემპიონთა ლიგის მატჩების სხვა ქვეყანაში გამართავს კრძალავს, თუმცა, თუ independent-ს დავუჯერებთ, მოლაპარაკება გასულ წელს განახლდა, რამაც ხელი შეუწყო სტივენ როსის სურვილების რეალიზაციას.

შეგახსენებთ, რომ 2024/2025 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში გაიმართება, ხოლო 2025/2026 წლების სეზონის ფინალი ბუდაპეშტში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
LeParisien: მხოლოდ 1 ეჭვი არსებობს | პსჟ-ს სავარაუდო 11-ეული ბრესტთან
LeParisien: მხოლოდ 1 ეჭვი არსებობს | პსჟ-ს სავარაუდო 11-ეული ბრესტთან