17-წლამდე გოგონათა ნაკრები
Aa
Aa

WU17 | საბერძნეთი 2:0 საქართველო

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

ათენში, საბერძნეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრებმა უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს გამართავს. შეხვედრა კვლავ ათენში შედგება და თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

წყარო:ეროვნული ნაკრები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნერეში კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კვარა სხვა კატეგორიაშია“ | ფლორო ფლორესი ხვიჩას წასვლაზე
„ნერეში კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კვარა სხვა კატეგორიაშია“ | ფლორო ფლორესი ხვიჩას წასვლაზე