ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე
Aa
Aa

LeParisien: მხოლოდ 1 ეჭვი არსებობს | პსჟ-ს სავარაუდო 11-ეული ბრესტთან

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ინის სტადია დღეს საღამოს დაიწყება. პირველი მატჩი „ბრესტსა“ და პსჟ-ს შორის შედგება (21:45). ფრანგული leparisien-ი ლუის ენრიკეს გუნდის სავარაუდო თერთმეტეულზე წერს და კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ერთი პოზიციას აყენებს.

სასტარტოში მეკარე და უკანა ხაზი ყველაზე მეტად პროგნოზირებადია, ასევე შემტევი სამეულიც, თერთმეტეულში მხოლოდ ერთი ეჭვი არსებობს - პარიზელთა ნახევარდაცვის ცენტრში მესამე მოთამაშე. მოსალოდნელია, რომ ვიტინიასა და ჟოაო ნევეშს ვიხილავთ, მაგრამ ვინ იქნება მათ გვერდით? ფაბიან რუისი, თუ დეზირე დუე?

რუისი კლასიკური ცენტრალური ნახევარმცველია, დუე კი ინდივიდუალია, რომელსაც ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ ესპანელთან შედარებით, ახალგაზრდა ფრანგი ცალსახად შემტევი სტილისაა.

არის ვარიანტი, რომ დუე მარჯვენა ფლანგზე დადგება და დემბელეს უფრო მეტად ცენტრიდან მოქმედების საშუალებას მისცემს. ლიგა 1-ში ლუის ენრიკემ ეს ვერსია უკვე გატესტა. დუეს თამაში ცენტრიდან, მარცხენა ფლანგიდან და მარჯვნიდანაც შეუძლია, ეს მეტოქეზე დამაბნევლად მოქმედებს.

თუმცა, შესაძლებელია დუე თადარიგში დარჩეს და შეტევის გასაძლიერებლად ენრიკესთვის პირველი არჩევანი იყოს.

ფრანგული გამოცემა კვარაცხელიას სასტარტოში მოიაზრებს და ეს ლოგიკურიც არის. ლუის ენრიკესთვის პრიორიტეტულია, რომ შემტევი ტრიო (კვარა-დემბელე-ბარკოლა) რაც შეიძლება სწრაფად შეთამაშდეს და მოედანზე ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: ნერეში კვარას დონის არ არის, მხოლოდ 3 წუთით ანათებს
ფედელე: ნერეში კვარას დონის არ არის, მხოლოდ 3 წუთით ანათებს