შონ სტრიკლენდი, დრიკუს დუ პლესი, ნასურდინ იმავოვი
Aa
Aa

განახლებული რეიტინგები | იმავოვი საშუალო წონაში პირველზეა

სიდნეიში გამართული UFC 312-ის შემდეგ ორგანიზაციამ მებრძოლების რეიტინგი განაახლა. ქართველი მებრძოლების პოზიციები რეიტინგში არ შეცვლილა.

მთავარი ცვლილება საშუალო წონას შეეხო, სადაც დრიკუს დუ პლესისთან დამარცხებული შონ სტრიკლენდი პირველი ადგილიდან მეორეზე დაქვეითდა, პირველი კონტენდერი კი ნასურდინ იმავოვი გახდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ისრაელ ადესანია დაანოკაუტა.

ქამრის დაცვის შემდეგ კაცების P4P რეიტინგში კიდევ ერთი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიციები დრიკუს დუ პლესიმ, რომელმაც ბელალ მუჰამედს გაუსწრო და ახლა მე-6 პოზიციაზეა. სტრიკლენდმა ჩარლზ ოლივეირას გაუცვალა პოზიცია და ახლა P4P რეიტინგში მე-15 პოზიციაზეა.

რაც შეეხება ქალ მებრძოლებს, P4P რეიტინგში ცვლილებები რეიტინგის ქვედა ნაწილს შეეხო, ხოლო მინიმალურ წონაში ტატიანა სუარესმა ჩემპიონ ჟანგ ვეილისთან მარცხის შემდეგ ერთი პოზიცია დაკარგა და პირველობა იან შიაონანს დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ UFC 312-ზე იჩხუბა ალექსანდრე თოფურიამაც, რომელმაც სუპერმსუბუქი წონის ავსტრალიელი მებრძოლი, კოლბი თიქნესი მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ში პირველი გამარჯვება იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წააგო იმით, რის ხარჯზეც თავად ადესანიას აჯობა - დენა უაითი სტრიკლენდზე
წააგო იმით, რის ხარჯზეც თავად ადესანიას აჯობა - დენა უაითი სტრიკლენდზე