„ჯანდაბა! კვარა ძალიან მაგარია!“ - როთენი პსჟ-სა და ხვიჩას აქებს
პსჟ-სა და „მონაკოს“ მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს მთელი ფრანგული პრესა (და არამარტო) აქებს. გამონაკლისი არც საფეხბურთო ექსპერტი, საფრანგეთის ნაკრებისა და „მონაკოს“ ყოფილი მოთამაშე (2004-2010) ჟერომ როთენია, რომელიც პარიზელთა ასპარეზობით აღფრთოვანებულია.
„გუნდი შთამბეჭდავად მოქმედებს და ძალიან ცოტა შეცდომა უშვებს, რაც სულ ცოტა ხნის წინ ასე არ იყო. პსჟ სწორ გზას დაუბრუნდა. შეტევაში წარმოუდგენლად მოქმედებენ და ცენტრში სივრცეს თითქმის არ ტოვებენ.
ისინი შეხვედრას სერიოზულად სულ 15 წუთით მიუდგნენ და მატჩი დაასრულეს. შემდეგ უბრალოდ ბურთს აგორებდნენ. გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც კარგად ვითარდებიან. მაგალითად, როცა ხევად ბრედლი ბარკოლას, როდესაც ის იღებს ბურთს, გარბის, დრიბლინგს აკეთებს, ეს შთამბეჭდავია! და რაც შეეხება ხვიჩას... კვარაცხელია - ჯანდაბა! ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია!”.
- განაცხადა როთენმა მატჩის შემდეგ le10sport-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ში პსჟ უახლოეს მდევარ „მარსელს“ 10 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგაზე კი „ბრესტის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში 1/8-ფინალში „ლივერპული“ ან „ბარსელონა“ ელოდება.