ილია თოფურია, დასტინ პორიე
Aa
Aa

„სუფთა დარტყმით ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია“ | რას ამბობს დასტინ პორიე ილიაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ლეგენდამ, დასტინ პორიემ ილია თოფურიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „ბრილიანტმა“ „ელ მატადორისა“ და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ორთაბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება და თოფურია შეაქო.

„თოფურიასა და მახაჩევის ორთაბრძოლა? ილიას გამარჯვების შანსი ნამდვილად აქვს. როგორც ადრე ვთქვი, მას აქვს ძალა და უნარები, რომ ქვემსუბუქი, მსუბუქი და ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ნებისმიერი მებრძოლი დაანოკაუტოს.

ილიას საოცარი ძალა, რიტმი და მომენტის შერჩევის უნარი აქვს, მაგრამ განსხვავება ფიზიკურ გაბარიტებს შორის, მით უმეტეს ჭიდაობაში, სერიოზული ფაქტორი იქნება. თოფურიას პირადად არასდროს შევხვედრილვარ, ისლამთან კი მიჩხუბია და ვფიქრობ, ის ილიასთვის ფიზიკურად ძალიან დიდი იქნება. თუმცა, თოფურიამ მეტოქეს სუფთად რომ დაარტყას, ნებისმიერი დანოკაუტება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ყოფნისას, „ელ მატადორმა“ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში ასვლა უნდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება UFC-იმ უნდა მიიღოს. პრესაში იწერება, რომ ორგანიზაცია ამ იდეას ემხრობა და თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბის ჩანიშვნა უნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია მეორე ქამრისთვის ჩხუბს არ იმსახურებს“ - პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა
„თოფურია მეორე ქამრისთვის ჩხუბს არ იმსახურებს“ - პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა