ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე, დავიდ ნერეში
Aa
Aa

ფედელე: ნერეში კვარას დონის არ არის, მხოლოდ 3 წუთით ანათებს

იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი და ენრიკო ფედელე „ნაპოლის“ თამაშს აკრიტიკებს, განსაკუთრებით კი დავიდ ნერეშს, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის როლი მოირგო.

„მესმის, რომ ბევრი ამბობს - ლუკაკუ მოკვდა, ნერეში უარესია... ჩემი აზრით, ბრაზილიელს უდინეზესთან მარჯვენა ფლანგზე უნდა ეთამაშა. გუნდს კვარაცხელიას შემცვლელი სჭირდება? მე ვიტყვი, რომ ნაპოლის პირველ რიგში სჭირდება მცველი.

რაც შეეხება ნერეშსა და კვარაცხელიას, მე ვიტყვი, რომ მათ შორის ღირებულებები, დონე - ძალიან დიდი სხვაობაა. ის არ არის ხვიჩასავით ძვირფასი მოთამაშე. ქართველი ტექნიკურად ბევრად უკეთესია. ნერეში კი ფეთქდება, მომენტებს ქმნის, მაგრამ ეს მხოლოდ 3 წუთს გრძელდება და შემდეგ 20 წუთი ბურთს საერთოდ არ ეხება.

იცით რამდენი პასი გააკეთა უდინეზესთან მატჩში? 10 და შემდეგ თვლა შევწყვიტე. მას შეუძლია გავლენის მოხდენა მხოლოდ ნახევარდაცვაზე და შემდეგ? მაშინ რატომ თამაშობს ის? არ დაგავიწყდეთ, რომ კვარას ამ სეზონში 5 გოლი ჰქონდა და ასევე ბევრ სტანდარტულსაც ასრულებდა“.

- ციტირებს ფედელეს სიტყვებს რადიო Marte.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს 24-ე ტურში შინ „უდინეზეს“ ვერ მოუგო (1:1) და „ინტერს“ საშუალება მისცა სხვაობა 1 ქულამდე შეემცირებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელოვანის პირველი გოლი“ | Eurosport-მა კვარაცხელია გამოარჩია
„ხელოვანის პირველი გოლი“ | Eurosport-მა კვარაცხელია გამოარჩია