ლუკა დონჩიჩი, ლებრონ ჯეიმსი, რუი ჰაჩიმურა, ოსტინ რივზი
Aa
Aa

ახალი ეპოქის დასაწყისი | ლუკა დონჩიჩის სადებიუტო მატჩი ლეიკერსში

NBA-ის მიმდინარე სეზონის ყველაზე ხმაურიანი გაცვლის შემდეგ, ლუკა დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ახალი ეპოქის დასაწყისი ვიხილეთ. სლოვენიელმა „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ იასპარეზა და ახალი გუნდის რიგებში პირველი ქულები მოიპოვა.

„ლეიკერსმა“ „იუტას“ შანსი არ დაუტოვა და 132:113 გაანადგურა. დონჩიჩმა პარკეტზე 23 წუთ-ნახევარი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ლუკამ 14-დან 5 ბურთი ჩააგდო და 7-დან მხოლოდ 1 სამქულიანი გამოიყენა.

„ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო - 24 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. ოსტინ რივზმა 22 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, რუი ჰაჩიმურამ კი მატჩი 21 ქულით დაასრულა. „იუტას“ რიგებში 17-17 ქულა ლაური მარკანენმა და ჯონ კოლინსმა გააკეთეს, ჯორდან კლარკსონს 16 ქულა ჰქონდა.

ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 32 მოგება და 19 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-4 გახლავთ. ლოს ანჯელესელები მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს გამართავენ და ისევ „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდებიან ოღონდ ამჯერად სტუმრის რანგში იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია მეორე ქამრისთვის ჩხუბს არ იმსახურებს“ - პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა
„თოფურია მეორე ქამრისთვის ჩხუბს არ იმსახურებს“ - პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა