კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მოსაფიქრებლად დრო მაისამდე მისცეს | ბრაზილიაში ანჩელოტის ელოდებიან

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს. ამის შესახებ გამოცემა OK Diario იტყობინება.

გამოცემის წყაროს ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ იტალიელ სპეციალისტთან კონტაქტი მიმდინარე წლის იანვარში, ესპანეთის სუპერთასის შემდეგ დაამყარა.

ბრაზილიურმა მხარემ ანჩელოტის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების გაწვრთნა შესთავაზა და მოსაფიქრებლად დრო მაისამდე მისცა.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის თაობაზე ჭორები გასულ წელსაც ვრცელდებოდა, თუმცა საბოლოოდ გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი მადრიდში დარჩა.

პერიოდულად ესპანური მედია წერს, რომ მომდევნო წლიდან ანჩელოტი „სამეფო კლუბის“ სათავეში შეიძლება ჩაბი ალონსომ შეცვალოს.

ცნობისთვის, ბრაზილიის ნაკრებს ახლა დორივალ ჟუნიორი წვრთნის. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში „სელესაო“ 12 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ არგენტინას 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Fake Run-ები და დაკარგული „ორმაგი პლუს-ერთი“ | რა სჭირს რეალს?
Fake Run-ები და დაკარგული „ორმაგი პლუს-ერთი“ | რა სჭირს რეალს?