სანდრო მამუკელაშვილი, ჯერემი სოხანი, დეაარონ ფოქსი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

მამუკელაშვილის 7 წუთი და 3 ქულა | სან ანტონიომ ვაშინგტონი დაამარცხა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მიმდინარე რეგულარულ სეზონში 23-ე გამარჯვება მოიპოვა და „ვაშინგტონ უიზარდსი“ 131:121 დაამარცხა.

მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა და პარკეტზე 7 წუთი და 5 წამი გაატარა. ამ დროში, სანდრომ 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „მამუმ“ 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორქულიანი გააფუჭა, მოხსნა კი საკუთარ ფარზე ჰქონდა.

„სან ანტონიოს“ მხრიდან საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო - 31 ქულა, 15 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა. დე’აარონ ფოქსმა 30 ქულა გაიფორმა. სტეფონ კასლმა მატჩი 16 ქულით დაასრულა, ჯერემი სოხანის ანგარიშზე კი 14 ქულა და 5 მოხსნა იყო.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 23 მოგება და 28 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 გახლავთ. „სპურსი“ პლეი ინის ზონას 4 მოგებით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 13 თებერვალს, მოქმედი ჩემპიონის, „ბოსტონ სელტიქსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია მეორე ქამრისთვის ჩხუბს არ იმსახურებს“ - პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა
„თოფურია მეორე ქამრისთვის ჩხუბს არ იმსახურებს“ - პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა