ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

პირველ რიგში მისი საკითხი მოვაგვარეთ - შტურმის დირექტორი კიტეიშვილზე

„შტურმის“ ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გრაცის გუნდის სპორტულმა დირექტორმა მაიკლ პარენსენმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელებული გარიგებები შეაფასა. ბუნებრივია, ავსტრიის ჩემპიონმა გუნდმა რამდენიმე მოთამაშე გაუშვა, რამდენიმე კი დაიმატა. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, ის არსად არ წასულა, პირიქით, კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ პარენსენმა ყველაზე ვრცლად მასთან დაკავშირებით ილაპარაკა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა კიტე “შტურმისთვის“.

რას ამბობს კიტეიშვილზე

როდესაც კლუბის პრეზიდენტთან ერთად იანვრის გეგმებს ვაწყობდი, ზუსტად 5 წუთში შევთანხმდით, რომ მთავარი საზრუნავი ოთარ კიტეიშვილთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება და მისი შენარჩუნება იქნებოდა. მას აქვს საოცარი უნარი, ყველაზე რთულ მომენტშიც კი თანაგუნდელები აიყოლიოს და საბრძოლველად განაწყოს.

კიტეიშვილის ტექნიკაზე და მის საოცარ პასებზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ მასში ასევე მოჭარბებულია ლიდერის თვისებები, რის გამოც უზომოდ ვაფასებთ. იყო თუ არა ინტერესი? რა თქმა უნდა იყო და თანაც სხვადასხვა ძლიერი ლიგებიდან, მაგრამ შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუ ის გრაცში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ იანვრის შუა რიცხვებში ოთარ კიტეიშვილმა „შტურმთან“ ხელშეკრულება 2027 წლამდე გაახანგრძლივა. გასულ სეზონში კი, როდესაც გრაცელები ავსტრიის ჩემპიონები გახდნენ, 28 წლის ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფონსეკას პირველი გამარჯვება და ჟორჟის მე-5 გოლი | ლიონმა რეიმსი გაანადგურა
ფონსეკას პირველი გამარჯვება და ჟორჟის მე-5 გოლი | ლიონმა რეიმსი გაანადგურა