ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„თოფურია მეორე ქამრისთვის ჩხუბს არ იმსახურებს“ - პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორი“ ორმაგი ჩემპიონობის შანსს არ იმსახურებს.

რას ამბობს პიმბლეტი:

„ვფიქრობ, თოფურია ამ შანსს არ იმსახურებს. მან ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა და როგორც წესი, ჩემპიონის ტიტული სამჯერ მაინც უნდა დაიცვა. ამ ორგანიზაციაში ის არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, ის არ არის კონორ მაკგრეგორი, რომ უბრალოდ გადახტეს და მეორე ქამრისთვის იბრძოლოს. ასე რომ, პირადად მე, ამ ბრძოლის გამართვის აუცილებლობას ვერ ვხედავ“.

„მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. გავიგე, რომ UFC 314-ზე შესაძლოა ილიამ და ვოლკანოვსკიმ იბრძოლონ. მაგრამ სანამ UFC-სთან მოლაპარაკებები არ დასრულდება, წინასწარ ვერაფერს გავიგებთ. ილიას და ვოლკის ჩხუბზე ჭორები ბოლო 2-3 კვირაა მესმის, მაგრამ მალე უფრო ზუსტად ვნახავთ რაც მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, შემდეგ კი ტიტული ოქტომბერში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონკისტადორმა UFC დაიპყრო“ - ესპანური პრესა ალექსანდრე თოფურიაზე
„კონკისტადორმა UFC დაიპყრო“ - ესპანური პრესა ალექსანდრე თოფურიაზე