პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ჩვენი დუელი უკვე კლასიკოდ იქცა“ - ანჩელოტის და გუარდიოლას პრესკონფერენცია

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით კარლო ანჩელოტიმ და პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

კარლო ანჩელოტი:

„მიკვირს, რომ სიტი პრემიერ ლიგაში ჩვეულ დონეზე ვერ თამაშობს. ბოლო ორ-სამ თამაშს ვუყურე და რაც ვნახე, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია. ვერ ვიფიქრებ, რომ ძლიერები არ არიან, რადგან მათ სასწაული მოთამაშეები ჰყავთ“.

„ეს დაპირისპირება უკვე კლასიკად მიმაჩნია, რადგან ამ შეჯიბრში ერთმანეთს ბევრჯერ შევხვდით. ეს საკმაოდ სანახაობრივი და თანაბარი მატჩი იქნება, მაგრამ იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება, ძალიან რთულია. ერთმანეთს ორი, ძალიან მაღალი დონის გუნდი შეხვდება, ჩვენ კი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ“.

პეპ გუარდიოლა:

„ვიცი, ხვალ როგორც უნდა ვითამაშოთ. გეგმა გვაქვს და იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ. ამ სეზონში არასტაბილურები ვიყავით, რაც აქამდე არ მომხდარა. რთული ეტაპები აქამდეც გვქონია, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებოდით. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მშვიდად ვარ. ფეხბურთელებს „რეალის“ წინააღმდეგ თამაში სურთ და მოტივირებულები არიან, ეს კი ყოველთვის სასიამოვნოა“.

„შეუძლებელია მბაპეს, ვინისიუსის, როდრიგოს და ბელინგემის კონტროლი 90, ან 180 წუთის განმავლობაში. ოთხივე განსაკუთრებული ფეხბურთელია და ეს ვიცით. მათი ჩართულობა მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. ხვალინდელ შეხვედრაში გონივრული ექნება ბერნაბეუზე წასვლამდე კარგი შედეგი მივიღოთ“.

„ბოლო წლებში რეალის და სიტის დაპირისპირება დუელად იქცა. ფაქტობრივად, ჩვენ ერთმანეთი გავანადგურეთ. გეთანხმებით, რომ ეს დუელი ბოლო ათწლეულში კლასიკოდ იქცა“.

„მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება 11 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება, საპასუხო მატჩი კი სანტიაგო ბერნაბეუზე 19 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები