ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი
Aa
Aa

მარეი ჯოკოვიჩის მწვრთნელად რჩება

დიდი სლემის ტურნირების 3-გზის გამარჯვებული, ბრიტანელი ენდი მარეი მეიჯორების 24-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩის მთავარი მწვრთნელი მინიმუმ უიმბლდონამდე იქნება. ამის შესახებ Times-ი წერს.

უიმბლდონი-2025 30 ივნისს დაიწყება და 13 ივლისამდე გაგრძელდება. გასულ სეზონში სერბი ჩოგბურთელი ტურნირის ფინალში გავიდა, თუმცა კარლოს ალკარასთან ანგარიშით 2:6, 2:6, 6:7 დამარცხდა.

2024 წლის ნოემბერში, ჯოკოვიჩმა თქვა, რომ მარეი მის გუნდშია და ისინი ავსტრალიის ღია პირველობის დასრულებამდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნოლე ავსტრალიის პირველობას, რომელიც დიდი სლემის ტურნირებიდან ყველაზე მეტჯერ - 10-ჯერ აქვს მოგებული, ბარძაყის ტრავმის გამო, ალექსანდრ ზვერევთან ნახევარფინალური მატჩისას ჩაეხსნა.

ჯოკო ჩოგბურთის კორტებს 17 თებერვალს დაუბრუნდება, როდესაც სტარტს დოჰას პრესტიჟული ტურნირი აიღებს.

რაც შეეხება მარეის, მან კარიერა 2024 წელს, პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, 37 წლის ასაკში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმებს ხშირად ვიღებ და არ მომწონს - ჯოკოვიჩი ბრუნდება
ტრავმებს ხშირად ვიღებ და არ მომწონს - ჯოკოვიჩი ბრუნდება