ალექს პერეირა, დრიკუს დუ პლესი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

სჯობს ჩიმაევზე იფიქროს - კორმიე დუ პლესის გეგმებზე

საშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამრის შენარჩუნების შემდეგ, დრიკუს დუ პლესის ამბიციები ერთიორად გაიზარდა - ის არამხოლოდ თავის წონაში აპირებს ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას, არამედ უფრო შორსმიმავალი გეგმებიც აქვს, რაც ქვემძიმე წონაში ანაცვლებასა და ბრაზილიელ ალექს პერეირასთან დაპირისპირებას გულისხმობს.

რამდენად რთულია ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა და როგორი მოთხოვნების დაკმაყოფილებას საჭიროებს, ეს თუ ვინმემ კარგად იცის, პირველ რიგში დენიელ კორმიეა, რომელმაც კარიერის მანძილზე მსგავს მასშტაბებს მიაღწია. შერეული ორთაბრძოლების ლეგენდამ ამჯერად სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა და დუ პლესის შანსები შეაფასა.

რა თქვა კორმიემ

დრიკუს დუ პლესი ნამდვილი კაცია, რომელმაც ოქტაგონიდან პერეირა გამოიწვია. სხვათა შორის, ამ თემასთან დაკავშირებით პირადად ალექსს გავესაუბრე და ვუთხარი, რომ მასთან ჩხუბი დრიკუსს სურდა, რაზეც ბრაზილიელმა მიპასუხა: „ის უბრალოდ ძალიან პატარაა“. კინაღამ სიცილი ამიტყდა, პერეირამ დუ პლესიზე, რომელიც საკმაოდ ფიზიკურად ძალიან ძლიერია, თქვა, რომ პატარა იყო.

არ ვიცი ეს ყველაფერი რამდენად რეალურია, მაგრამ უზომოდ მიხარია, რომ დუ პლესის ასეთი დიდი მიზნები აქვს. უბრალოდ, მგონია, რომ მას საშუალო წონით დივიზიონში ჯერ საქმეები სრულად არ დაუსრულებია და ახლა მისთვის ნომერ პირველ პრობლემას ხამზატ ჩიმაევი წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, რომ დუ პლესიმ ბოლო ორთაბრძოლა ორიოდე დღის წინ შონ სტირკლენდთან გამართა და მეტოქე უპრობლემოდ დაამარცხა. პერეირა კი მარტის დასაწყისში დაღესტნელ მაგომედ ანკალაევს უნდა დაუპირისპირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წააგო იმით, რის ხარჯზეც თავად ადესანიას აჯობა - დენა უაითი სტრიკლენდზე
წააგო იმით, რის ხარჯზეც თავად ადესანიას აჯობა - დენა უაითი სტრიკლენდზე