ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

ანკალაევი პერეირაზე: სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწევს

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა, მაგომედ ანკალაევმა ალექს პერეირას კიდევ ერთხელ მიმართა, რომელსაც ის 8 მარტს, ლას-ვეგასში, UFC 313-ზე დაუპირისპირდება.

„ალექს პერეირა განაგრძობს მოგზაურობას და ავიწყდება, რომ 8 მარტს, მას სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწევს. ის არასდროს იქნება ისევ ისეთი, ამ ჩხუბის შემდეგ. დენა უაით, დაიმახსოვრე სიტყვები“, - დაწერა ანაკალევმა X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ალექს პერეირამ 8 დეკემბერს, მაგომედ ანკალაევთან ბრძოლაზე უარი თქვა.

როგორც მისმა წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, 2024 წელი მათთვის ისედაც ზედმეტად დატვირთული გამოდგა და ოქტაგონზე დაბრუნებას თებერვალზე ადრე არ აპირებენ.

პერეირამ ქვემძიმე წონის ჩემპიონის ტიტული 2023 ნოემბერში ირჟი პროხაზკასთან ბრძოლაში მოიპოვა და მას შემდეგ ქამარი სამჯერ დაიცვა - ჯამაჰალ ჰილთან, პროხაზკასთან რემატჩში და ხალილ რანთრისთან ბრძოლაში.

რაც შეეხება ანკალაევს, დაღესტნელმა ბოლო 7 წლის განმავლობაში 13 ჩხუბი ჩაატარა და არც ერთხელ არ წაუგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სრული ნაგავი იყო - ჩიმაევი სტრიკლენდის წაგებაზე
სრული ნაგავი იყო - ჩიმაევი სტრიკლენდის წაგებაზე