ხვიჩა კვარაცხელია, ნუნუ მენდეში
Aa
Aa

მენდეში კვარაზე: „ვცდილობ, ბურთი ბევრჯერ მივცე. ძალიან კარგი ფეხბურთელია“

პსჟ-ის ფეხბურთელმა, ნუნუ მენდეშმა ჩემპიონთა „ბრესტთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი შემტევი შეაქო.

რა თქვა მენდეშმა:

„ხვიჩა კარგი ფეხბურთელია. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა. ვიცი, რომ მეტოქესთან პირისპირ თამაშის დროს ძლიერია და მეც უბრალოდ ვცდილობ, რომ ბურთი ხელსაყრელ მომენტში მივცე. მას შეუძლია, რომ გუნდისთვის საუკეთესო გააკეთოს. ბრედლი ბარკოლასთანაც იგივე სიტუაციაა. შეტევაში ძალიან აქტიურია და ერთი-ერთზე კარგად თამაშობს. როგორც მას, ისე ხვიჩას უბრალოდ ბურთი უნდა მისცე და გასაკეთებელ აუცილებლად გააკეთებენ“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ბრესტის“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები