ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

საპროტესტო აქციები დონჩიჩის გამო - დალასი დისტანციურ რეჟიმზე გადადის

ლუკა დონჩიჩის „ლეიკერსში“ გაშვების გამო, „დალასის“ ფანები გუნდის ხელმძღვანელების მიმართ უკიდურესად აგრესიულად არიან განწყობილი და კლუბის ოფისთან ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ბუნებრივია, წამყვანი კალათბურთელის კონკურენტში გაშვებით გაბრაზებული ქომაგები იმდენად არიან წყობიდან გამოსული, რომ შეურაცხყოფას „მავერიქსის“ სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებენ.

შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, „დალასმა“ დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დროებით ამ კლუბის თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან და დაკისრებულ მოვალეობას სახლიდან შეასრულებენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ოფისში შევიდა სატელეფონო ზარი, რომლითაც უცნობი პირი იტყობინებოდა, რომ შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, თუმცა სამართალმცავების საქმეში ჩარევის შემდეგ, ყოველივე ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ტრეიდის შედეგად, „დალასმა“ დონჩიჩი „ლეიკერსში“ გაუშვა, ხოლო თავად ენტონი დევისთან ერთად, კიდევ ორი მძიმე ფორვარდი მაქს კლებერი და მარკუფ მორისი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მათ უმრავლესობას კალათბურთი არ აინტერესებს - გარნეტი თანამედროვე NBA-ს შესახებ
მათ უმრავლესობას კალათბურთი არ აინტერესებს - გარნეტი თანამედროვე NBA-ს შესახებ