არეულობა მონცაში - მწვრთნელად ნესტა დააბრუნეს
ალესანდრო ნესტა „მონცას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც სამწვრთნელო ასპარეზზე წარმატებული მოღვაწეობით ვერ გამოირჩევა, სერია A-ს აუტსაიდერ გუნდს 2024 წლის დეკემბრამდე ავარჯიშებდა, თუმცა არასახარბიელო შედეგების გამო პოსტიდან დაითხოვეს და მის ნაცვლად სალვატორე ბოკეტი მიიყვანეს.
მოხდა ისე, რომ ბოკეტის ხელმძღვანელობით გუნდი კიდევ უფრო ცუდად გამოიყურებოდა, ერთი მატჩიც ვერ მოიგო, ექვსჯერ დამარცხდა და ქულა მხოლოდ ერთ შემთხვევაში აიღო, რის გამოც გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ გადაწყვიტა ნდობა ისევ ნესტასთვის გამოეცხადებინა. თავად ალესანდრომ როგორც განაცხადა, მასთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაშიც გაგრძელდება, თუ კლუბი ელიტაში არ დარჩება და მას ზაფხულში ახალი კადრებით „მონცას“ გასაძლიერებლად ყველანაირი ხელშეწყობა ექნება.
24 ტურში დაგროვებული 13 ქულით „მონცა“ იტალიის ჩემპიონატის უიმედო აუტსაიდერია. რაც შეეხება ნესტას ხელახალ დებიუტს ამ გუნდში, სავარაუდოდ 16 თებერვალს, „ლეჩესთან“ საშინაო მატჩში შედგება.
ცნობისათვის, სამწვრთნელო ლიცენზიის აღების შემდეგ, „მონცას“ ჩაბარებამდე ნესტა სხვადასხვა „მაიამის“, „პერუჯას“, „ფროზინონესა“ და „რეჯინას“ ამზადებდა, თუმცა ხელშესახებ შედეგებს ვერსად ვერ მიაღწია.