„მედია ზეწოლას ახდენს, რომ კვარაცხელიას შემცვლელი არ ჰყავს, მაგრამ...“ - ბუფონმა კონტე დაიცვა
ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.
რას ამბობს ბუფონი:
„ანტონიო კონტეს ძალიან კარგად ვიცნობ და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მან ჩემი გაცინებაც შეძლო. ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე ზეწოლას ახდენდნენ, თუ რატომ ვერ შეცვალა მან კვარაცხელია სათანადოდ, მან კი უპასუხა, რომ დაეფასებინათ ის, რაც გუნდმა აქამდე გააკეთა და ახლა ამ ყველაფრით ტკბებოდა. ამის მოსმენისას სიცილი დავიწყე... მომწონს მიდგომა, როდესაც რთული სიტუაციების დროს ის ყველას დამშვიდებისკენ მოუწოდებს“.
„როდესაც ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გუნდიდან მიდის, ბუნებრივია, ეს ყველასთვის რთულია, მაგრამ კონტეს შეუძლია ეს მდგომარეობა უმტკივნეულოდ მოაგვაროს. მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სასიკვდილო ტაქტიკური სიცხადეა. ყველა ფეხბურთელმა იცის, რა უნდა გააკეთოს მოედანზე. მას აქვს შესაძლებლობა, რომ თამაშში ყველა კომპონენტი გამოიყენოს და ერთი მიზნისკენ მიმართოს. ეს არის ემოციური კავშირიც როგორც ფეხბურთელებთან, ისე გულშემატკივრებთანაც და ამით ყველა მზაკვრული მიზნისკენ ერთიანდება“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა. ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის მაისურით 4 შეხვედრა ჩაატარა და 1-1 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
სეზონის პირველ ნახევარში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისური 17 შეხვედრაში მოირგო და თავი 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
24 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 55 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ინტერს“, რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, 4 ქულით უსწრებს. ანტონიო კონტეს გუნდს შიდაჩემპიონატში ზედიზედ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა, ბოლოს გამართულ ზედიზედ 2 შეხვედრაში ფრედ ითამაშა და ქულები დაკარგა.