ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ტრავმებს ხშირად ვიღებ და არ მომწონს - ჯოკოვიჩი ბრუნდება

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მიღებული ბარძაყის ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და კორტზე დასაბრუნებლად მზად არის. დიდი სლემის ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა მელბურნში ალექსანდრ ზვერევთან ნახევარფინალური მატჩი პირველი სეტის შემდეგ შეწყვიტა, რის გამოც დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და ოქროს მედლის გარეშე დარჩა. ერთ-ერთ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ვეტერანმა სერბმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ ტკივილები ოდნავადაც აღარ აწუხებს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ბარძაყის კუნთთან ტკივილები აღარ მაწუხებს, დისკომფორტს ოდნავადაც აღარ ვგრძნობ და გამარჯვებებისთვის საბრძოლველად ისევ ასი პროცენტით მზად ვარ. ექიმებმა საწვრთნელი პროცესების ჩატარების ნებართვა მომცეს და მეც მაქსიმალურად ვემზადები.

ერთი კვირის შემდეგ უკვე ჩვეულ ტონუსში ჩავჯდები და აღდგენას ბოლომდე მოვახერხებ. უკანასკნელ პერიოდში იმდენი დაზიანება მივიღე, რამდენიც ჩემი კარიერის საწყის 15-წლიან ეტაპზე არ მიმიღია, რითაც ძალიან უკმაყოფილო ვარ. ეს ყველაფერი ასაკის ბრალია, თუმცა ვგრძნობ, რომ სხეული ჩემს ორგანიზმს ისევ უსმენს და ის ცეცხლი თვალებში კიდევ მაქვს, რომელსაც გამარჯვებები და ახალი რეკორდები სწყურია.

ცნობისათვის, ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის კორტებს 17 თებერვალს დაუბრუნდება, როდესაც სტარტს დოჰას პრესტიჟული ტურნირი აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოპინგთან დაკავშირებული ვიდეო გამოაქვეყნე - კირიოსი ისევ სინერზე საუბრობს
დოპინგთან დაკავშირებული ვიდეო გამოაქვეყნე - კირიოსი ისევ სინერზე საუბრობს