წააგო იმით, რის ხარჯზეც თავად ადესანიას აჯობა - დენა უაითი სტრიკლენდზე
UFC 312-ის მეინ რაუნდის მთავარი ორთაბრძოლის ხარისხით, რომელიც დრიკუს დუ პლესსა და შონ სტრიკლენდს შორის შედგა, შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივართა უმეტესობა კმაყოფილი არ დარჩენილა, რადგან საყოველთაო მოსაზრებით, სამხრეთ აფრიკელ ჩემპიონს მოწინააღმდეგემ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. აბსოლუტურად საპირისპირო აზრზეა UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი, რომელმაც მათ დაპირისპირებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა და ისრაელ ადესანიაც გაიხსენა.
დენა უაითი
შონი ჩვეულებისამებრ ძლიერია ისეთ მეტოქეებთან ბრძოლაში, როგორიც ისრაელ ადესანიაა. ეს უკანასკნელი გამუდმებით შიშობს იმის გამო, რომ მოწინააღმდეგის მიერ შეთავაზებულ ტემპს ვერ გაუძლებს. ასეთ სიფრთხილეს კი სტრიკლენდი ყოველთვის გაზრდილი ზეწოლით პასუხობს. შონის ბოლო ბრძოლის ყურებისას დამრჩა შეგრძნება, რომ სამხრეთ აფრიკელმა სტრიკლენდი იმავე იარაღით დაამარცხა, რომლითაც თავად შონი სარგებლობს და რომლის ხარჯზეც თავის დროზე ადესანია დაამარცხა.
ბევრი დუ პლესი-სტრიკლენდის ბრძოლით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ პირადად მე მოხიბლული დავრჩი. შონი ოქტაგონზე უზომოდ მოტივირებული შევიდა. საერთოდ ის ასეთია - გალიის მიღმა აბსოლუტურად განსხვავებულია, გალიაში შესვლის შემდეგ კი, როგორი მტკივნეული დარტყმებიც არ უნდა მიიღოს, ხმას არ ამოიღებს. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პროფესიონალია.
საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონობის პრეტენდენტი დიდი ალბათობით ხამზატ ჩიმაევი გახდება, რომელსაც დრიკუს დუ პლესისთან ჩხუბს სავარაუდოდ შემოდგომაზე ჩაუნიშნავენ.