ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კლუბის ხელმძღვანელობა მისით კმაყოფილია | რას წერს L’Equipe-ი კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და „მონაკოს“ კარი აიღო. საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა ქართველ ფეხბურთელზე დაწერა და გუნდის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე გვაუწყა.

L’Equipe-ის მიხედვით, საწყის შეხვედრებში ნაჩვენები მცირე არაზუსტობის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობა „კვარას“ პირველი ნაბიჯებით კმაყოფილია. მათი აზრით, ხვიჩა თავის პოტენციალს სრულად აუცილებლად გამოავლენს და ეს უბრალოდ დროის ამბავია.

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ფრთხილი დამოკიდებულება აქვს. ესპანელი სპეციალისტი ცდილობს, კვარაცხელიაზე ზედმეტი წნეხი არ განახორციელოს. ენრიკემ იცის, პსჟ-ში რამხელა მოთხოვნებია და ურჩევნია, ქართველმა ფეხბურთელმა ადაპტაცია თავისი სიჩქარით გაიაროს. როგორც გუნდში, ისე მოედნის მიღმა.

„კვარას“ რაც შეეხება, L’Equipe-ის მიხედვით, ხვიჩა ხვდება, რომ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი თავმდაბალი დამოკიდებულებით გამოირჩევა და თავდაუზოგავ შრომაზეა ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ „კვარას“ ახალი გუნდის მაისურით 4 მატჩში 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული. ქართველმა ფეხბურთელმა ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ფრანგული პრესისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელოვანის პირველი გოლი“ | Eurosport-მა კვარაცხელია გამოარჩია
„ხელოვანის პირველი გოლი“ | Eurosport-მა კვარაცხელია გამოარჩია