„ვინ გახდება ახალი GOAT-ი?“ | ტომ ასპინალის რჩეული ილია თოფურიაა
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ტომ ასპინალმა იუთუბის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და სხვადასხვა შეკითხვას უპასუხა. ასპინალმა ილია თოფურია გამოარჩია და განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ შეუძლია, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდეს.
„ვინ არის მებრძოლი, რომელსაც ყველაზე კარგი შანსი აქვს, რომ ახალი GOAT-ი გახდეს? ილია თოფურია. ვინ არის მებრძოლი, რომელსაც შეუძლია, მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი გახდეს? ისევ თოფურიას ვიტყვი. ამ ბიჭს შეუძლია, MMA-ში მასშტაბური რაღაცები გააკეთოს“.
შეგახსენებთ, რომ ასპინალს კარიერაში 18 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 12 მოგება და 3 წაგებაა. ინგლისელი მებრძოლი Pound 4 Pound რეიტინგის წევრია და მერვე პოზიციას იკავებს. ასპინალი მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელია და ჯონ ჯონსს დიდი ხანია იწვევს.
თოფურიას რაც შეეხება, ილიამ საჩემპიონო ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით დაისაკუთრა და P4P-ში მეოთხე ადგილს იკავებს.