ფილადელფიას დაცვამ მაჰოუმსი არ ამოასუნთქა | იგლზი სუპერ ბოულის გამარჯვებულია
Aa
Aa

ფილადელფიას დაცვამ მაჰოუმსი არ ამოასუნთქა | იგლზი სუპერ ბოულის გამარჯვებულია

NFL-ის სეზონი ნიუ ორლეანში, „სიზარს სუპერდომში“ დაიხურა, სადაც რიგით 59-ე სუპერ ბოულში, ერთმანეთს „კანზას სითი ჩიფსი“ და „ფილადელფია იგლზი“ დაუპირისპირდნენ. „ჩიფსი“ ორგზის მოქმედი ჩემპიონი იყო და ზედიზედ მესამე ტიტულს უმიზნებდა, მაგრამ „იგლზის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

„ფილადელფიამ“ პირველი ტაიმი ფენომენალურად ჩაატარა. განსაკუთრებით გამოსარჩევი „იგლზის“ დაცვა იყო, რომელმაც „კანზას სითის“ სუპერვარსკვლავ ქუორთერბექს, პატრიკ მაჰოუმსს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. „ჩიფსს“ პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი პირველი დაუნი ჰქონდა და მაჰოუმსის პასი „იგლზის“ მოთამაშეებმა 2-ჯერ ჩაჭრეს.

„ფილადელფიამ“ შანსები ძალიან კარგად გამოიყენა და შესვენებაზე 24-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 24:0. მესამე მეოთხედის საწყის წუთებში, „იგლზმა“ კიდევ 10 ქულა დააგროვა და 34:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც, „კანზას სითიმ“ პირველი თაჩდაუნი მიითვალა - 34:6.

ბოლო მეოთხედში, სასწაული არ მომხდარა და „ფილადელფიამ“ 40:22 იმარჯვა. „იგლზი“ სუპერ ბოულის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა, გადამწყვეტი მატჩის MVP-ის ჯილდო კი „ფილას“ ქუორთერბექმა ჯეილენ ჰერსთმა დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სრული ნაგავი იყო - ჩიმაევი სტრიკლენდის წაგებაზე
სრული ნაგავი იყო - ჩიმაევი სტრიკლენდის წაგებაზე