„2025 წელი უკეთესი იქნება“ | ილია თოფურია ალექს პერეირას შეხვდა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ქვემძიმე წონის ჩემპიონს, ალექს პერეირას შეხვდა. „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც მოკლე კომენტარი დაურთო.
„იმედია, 2024 წლით ისიამოვნე, მაგრამ 2025 წელი უკეთესი იქნება“, - განაცხადა თოფურიამ
View this post on Instagram
ილიასთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელებში პერეირამაც განათავსა და აღნიშნა: „2024 წელი ჩვენი იყო, CHAMA”.
2024 was ours. CHAMA ???? pic.twitter.com/X9zn0EGplg
— Alex "Poatan" Pereira (@AlexPereiraUFC) February 9, 2025
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტებით დაისაკუთრა, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა, რომელსაც ასევე ნოკაუტით მოუგო. პერეირამ სამი ორთაბრძოლა მოიგო და ჯამაჰალ ჰილი, ირჟი პროხაზკა და ხალილ რაუნთრი დააფინიშა.