თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუსმა დიდი სხვაობით მოიგო - შენგელიას სუსტი მატჩი

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის XIX ტურში „ვირტუსმა“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიურმა კლუბმა სტუმრად „ტორტონა“ 32-ქულიანი სხვაობით, 98:66 დაამარცხა, თუმცა ამაში თორნიკე შენგელიას მაინცდამაინც დიდი წვლილი არ შეუტანია. პრინციპში ეს გასაკვირიც არ იყო, რადგან ევროლიგაში სამდღიან ინტერვალში გამართული ორი რთული მატჩის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა მას შედარებით მცირე სათამაშო დრო მისცა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებული 16 წუთის განმავლობაში 5 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა. შენგელიამ სამიდან ერთი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო. ორი მოხსნიდან თოკომ ერთი დაცვაში, ერთი კი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა.

14 მოგებითა და 5 წაგებით „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „ტრენტოსა“ და „ბრეშას“ ჩამორჩება. მომდევნო თებერვალს ბოლონიელები ქვეყნის თასზე „ოლიმპია მილანოსთან“ გამართავენ, რომელიც 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 9 ქულა - ტენერიფემ მურსია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
შერმადინის 9 ქულა - ტენერიფემ მურსია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა